|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გააკეთონ გადასასვლელი ხიდი და განტვირთონ ჭავჭავაძის ქუჩა" (ვიდეო)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ჭავჭავაძის გამზირზე გადატვირთულ  მოძრაობას აპროტესტებს და ადგილობრივ თვითმართველობას  ფეხით მოსიარულეთათვის საჰაერო ხიდის გაკეთების მოთხოვნით მიმართვს.  

"ათასი ადამიანი განადგურდა და გაუბედურდა ამ გადასასვლელების გამო. მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმართველობას, მოაწესრიგონ აღნიშნული ადგილი და შეამცირონ მსხვერპლი,  ისე როგორც ეს არის გაკეთებული თბილისში-  გააკეთონ გადასასვლელი ხიდი, თავისი მოაჯირებით და განტვირთონ ჭავჭავაძის ქუჩა",- განაცხადა წულაიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმართველობა კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირი ქალაქის მთავარ მაგისტრალს წარმოადგენს, რომელზეც სატრანზიტო ტრანსპორტიც გადაადგილდება. აქ არც თუ იშვიათია ავტოსაგზაო შემთხვევევი, რომელიც სავალალო შედეგებით სრულდება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა