"გაანათე ლურჯად'' - აუტიზმის საერთაშორისო დღე
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნად ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მცირე პერფორმანსი და მარათონი მოეწყო.
აქციას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ გაუწია. მონაწილეებმა, რომლებიც ლურჯი ფერის მაისურებში იყვნენ, მართონში მიიღეს მონაწილოეობა, ბავშვებმა კი ფერადი ნახატები შექმნეს. აქციის ლოზუნგიც ასეთია - "გაანათე ლურჯად აუტიზმისათვის".
"ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს. მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ აუტიზმის შესახებ, რომ არ მოხდეს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა გარიყვა, ამიტომ შევიკრიბეთ და სიმბოლური მარათონი მოვაწყვეთ",–განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ლიკა მხატვარმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















