|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაიხადე პარკინგის საფასური თიბისი ფეიზე

თიბისი ფეი გვთავაზობს სწრაფ და კომფორტულ სერვისს, რომელიც გამოყენებაც ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია. სატრანსპორტო მომსახურების გადახდა ალბათ ხშირად გვიწევს, იქნება ეს მგზავრობის საფასური, პარკინგის გადასახადი თუ ჯარიმა. თიბისი ფეიზე ამ გადასახადების დასაფარად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება.

 

პარკინგის გადასახადს იპოვი კატეგორიაში, რომელსაც ჰქვია “ტრანსპორტი, ჯარიმები, ტაქსი”. ამ ველში გადასვლის შემდეგ ნახავ პროვაიდერების ჩამოშლილ სიას, შეგიძლია იქვე აირჩიო საჭირო მათგანი ან უბრალოდ გამოიყენო სასურველი სიტყვით ძიების ფუნქცია.

 

ამ კატეგორიაში სხვა სერვისებსაც იპოვი. აქ შეძლებ, დაფარო: თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, გორის და ბათუმის პარკინგის საფასური, ტაქსის მომსახურების საფასური, პატრულის ჯარიმა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, კავკასიის ავტოიმპორტის მომსახურება და ასე შემდეგ. 

 

ამ სერვისების გარდა, აქ კიდევ 1000-მდე სხვა სერვისს იპოვი და შეძლებ, ყველა გადახდა ერთ სივრცეში მოაქციო. ასე უფრო მარტივია, როცა ნებისმიერი ტიპის გადასახადისთვის მხოლოდ ერთი პლატფორმაა საჭირო, მითუმეტეს, როცა აქვე შეგიძლია ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის შენახვა და აღარც აბონენტის ან ტექნიკური პასპორტის ნომერი დაგავიწყდება.

 

თიბისი ფეი მუდმივად ზრუნავს თავისი სერვისების დახვეწასა და განვითარებაზე. აქ ნავიგაცია მარტივია, დიზაინი დახვეწილი, პროცესები კი სწრაფი. 




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა