გაეროში საქართველოს წარმომადგენლები ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდენ
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე და ახალგაზრდა ელჩი ანი ლეჟავა ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების თქმით, ქალაქში ღონისძიებების და პროექტების ნაკლებობა აისახება მათ აქტივობაზე. მათი თქმით, რეგიონებში ახალგაზრდებს განათლების პრობლემა აქვთ.
ახალგაზრდა ელჩის ანი ლეჟავას განცხადებით, ისინი ქუთაისელ ახალგზრდებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაში დაეხმარებიან, მიაწვდიან მათ საჭირო ინფორმაციებს.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, თუმცა შეხვედრა არავინ დაესწრო.
დღესვე თათია დოლიძე და ანი ლეჟავა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან, მათ აქციის ფარგლებში შეგროვებულ ტანსაცმელს, პროდუქტებს და თანხას გადასცემენ საახალწლოდ.
თათია დოლიძე რეგიონებში ახალგაზრდებს პერიოდულად ხვდება და მის მიერ გამოკვეთილი პრობლემების გაეროში წარდგენა ხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















