გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებები ცნობილია
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთნ გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე ისაუბრა.
„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი.
დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება ექნება–ოკუპირებულ ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება მისი იქნება განთლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.
სახელოწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს“–განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივნმა ნათია მიქელაძემ.
საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















