|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცვის მერვე დღე - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშომლებმა მორიგი აქცია გამართეს. გაფიცული სოცმუშაკები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მათი თქმით, არსებული ცვლილებები საკმარისი არაა და რეალური ქმედებაა საჭირო.

"გაფიცვის მერვე დღეა და კიდევ ველოდებით ქმედით ნაბიჯებს. პარლამეტში დღეს სოცმუშაკების სპეციალური მიმართვა შევიდა და ველოებით გადაწყვეტილებას. ვიდრე არ დაკმყოფილდება მოთხოვნა, გაფიცვის რეჟიმში ვრჩებით"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სოცმუშაკებს შეუერთდა გამოუცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ასეთი სოციალური პრობლემებია, ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, ხელისუფლება არ უსმენს სოცმუშაკებს და არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.

"სოციალურად დაუცველებთან დასახმარებლად უშვებენ თავად სოციალურად დაუცველ სოცმუშაკებს და ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინონ ამ ადამიანებს, რომელთა დამსახურებაცაა ის, რომ სოციალურად დაუცველების აქცია არაა ქვეყანაში, გაფიცვას თავიანთ თანამშრომლებს აიძულებენ, ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე", -განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა