„გაგვათავისუფლეთ“-ქუთაისში პროკურატურასთან აქცია გაიმართა
ე.წ. პიჯაკის საქმეში ბრალდებულებმა დღეს ქუთაისში პროკურატურასთან აქცია გამართეს. „თავისუფალი ზონის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ხელისუფლებას საქმის დასრულება მოსთხოვეს.
„ერთი წელი გავიდა, რაც პიჯაკის საქმეზე ბრალდებულები გაგვათავისუფლეს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. 15 თვეა არაფრის უფლება გვაქვს. ჩამოგვართვეს პასპორტები, არ გვქვს მუშაობის უფლება და შინაპატიმრობაში ვიმყოფებით. მოვუწოდებთ მთავრობას, გაგვასამართლონ და მიიღონ გადაწყვეტილება“-აცხადებს ნიკოლოზ ნარსია.
მისი თქმით, არც პრემიერის განცხადებას მოჰყოლია რეაგირება და სასამართლო პროცესი არ დანიშნულა.
„გაგვათავისუფლეთ“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, მათ სიმბოლურად პროკურატურასთან თავი დაიბეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი დააკავეს. ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ამ დრომდე განაჩენის მოლოდინში არიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















