|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ"- ექსპრემიერი მხარდაჭერას სატელეფონო ზარით ითხოვს

"48" ტექსტური შეტყობინებებიდან ხმოვან შეტყობინებებზე გადავიდა. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრიდან  "ნიუპრესის" ჟურნალისტს დაუკავშირდნენ.

"დღეს, 10.45 საათზე ჩემს მობილურ შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე. მაინტერესებდა, რას მეტყოდნენ, მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო, რომ ტელეფონში  ბიძინა ივანიშვილი მესაუბრებოდა -აცხადებს "ნიუპრესის" ჟურნალისტი. 

"გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ, დღეს პრინციპული არჩევნების დღეა, ნუ დარჩები სახლში, ერთად ვუთხრათ უარი ნაციონალურ მოძრაობას. მიეცი ხმა შენი შვილების და ქვეყნის მომავალს,  მიეცი ხმა სალომე ზურაბიშვილს!"- მომმართა ბიძინა ივანიშვილმა.

 როგორც გაირკვა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა. 

 იურისტების განმარტებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დარღვევას აღარ წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა