|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" გამარჯვების ოლქის მაჟორიტარად მინისტრის ნათესავი წარადგინა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. გიორგი ჭიღვაია გამარჯვების მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. გამარჯვების ოლქში გამარჯვებისთვის ირაკლი შენგელია იბრძოლებს. შენგელია პროფესიით ექიმია, ის საარჩევნო კამპანიაში პირველად ჩაერთო.  წარდგენას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატის ახლო ნათესავია.

"ქართულმა ოცნებამ" ღირსეული კანდიდატები წარმოადგინა და  ღირსეულ მხარდაჭერას მიიღებენ, ვინაიდან იცნობენ ქალაქის პრობლემას და შეეცდებიან მოაგავრონ ეს პრობლემები. "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამ გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში და კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომლისთვისაც მზად არიან ეს ადამიანები", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ირაკლი შენეგელიამ მთავარ გამოწვევად მოსახლეობის პრობლემები დაასახელა  და განაცხადა, რომ მზად არის აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოში იმსჯელოს.

"ჩვენი პრიორიტეტი არის იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოლქში. ჩვენ ყველა ერთად დავისახავთ მიზნად, რომ პრობლემები იყოს გაჟღერებული საკრებულოში და გადაჭრილი", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

წარდგენას ასევე ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. მისი თქმით, მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია არის უნივერისიტეტის პროფესორი, ასევე არის ღირსეული ქუთაისელი და მან თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა ორგანიზატორმა და საუკეთესო თვისებების ჩინოვნიკმა.

სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე ისაუბრა ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა