|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ შეაჩერა მერიამ გამსახურდიას ქუჩის შეკეთება?

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მესამე ჩიხის მცხოვრებლები აქცია გამართეს, ისინი გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივები  ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

"წლებია, გვიწევს ამ მდგომარეობაში ცხოვრება. ქალაქის ცენტრში ვართ, მაგრამ სოფელშიც არ იქნება ასეთი გზა.  საკუთარი ავტომობილებით გადაადგილება გვიჭირს, ტაქსი და სასწრაფო საერთოდ არ შემოდის. ასევე არ არის კანალიზაციის სისტემა, მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი, ჯერ ცენტრალურ გზებს უნდა მივხედოთო", - განაცხადა ადგილობრივმა თამარ ცუცქირიძემ.

ადგილობრივების თქმით, მათი პრობლემით მხოლოდ არჩევნების წინ ინტერესდებიან. 

მოსახლეობის  აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ. ბექა ქვაჩაკიძის განმარტებით, ხელისუფლება  მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება.

"არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ მერიას და გზის დაგება მოითხოვა, მაგრამ მათი პრობლემა არავის აინტერესებს. მთავარი მათთვის პრემია - დანამატებია. მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, მიხედოს მოსახლეობას და გააკეთოს ის საქმე, რაც მათი მოვალეობაა", - განაცხადა ბექა ქვაჩაკიძემ.

მერიაში განაცხადეს, რომ გამსახურდიას ქუჩაზე იწყება კანალიზაციის ქსელის მოწყობა და ვიდრე  სამუშაოები არ დასრულდება, გზის დაგება ვერ მოხდება. 

"ქუჩის მცხოვრელებმა 2016 წლის დასაწყისში მოგვმართა და მოითხოვეს გზის შეკეთება. მოხდა პროექტის შემუშავება. გათვალისწინებულია გზის საფარის დაგება და ღვარსადენის მონტაჟი, მაგრამ პროექტი შეჩერებულია, რადგან 2017 ბოლოს იწყება კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია და სანამ აღნიშნული პრობლემა არ გაკეთდება გზის საფარის დაგება არამიზნობრივი ხარჯი იქნება", -განაცხადა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა