განათლების რესურსცენტრის შენობის ფასადის მოსაწესრიგებლად 20 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის # 21 მდებარე შენობის ფასადის მოწყობის სამუშოებისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ქალაქის ბიუჯეტიდან შენობის გარეფასადის მოსაწესრიგებლად 20 ათასამდე (19 584) ლარია განსაზღვრული.
შემსყიდველ კომპანიას სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში ევალება.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 თებერვლიდან იწყება და 24 თებერვლამდე გრძელდება.
აღნიშნულ შენობაში ქუთაისის განათლების რესურსცენტი გასულ წელს გადავიდა. როგორც ქუთაისის განათლების რესურცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე აცხადებს, შენობის შიდა ინტერიერი უკვე მოწესრიგებულია, თუმცა სამსახური შენობაში ჯერ სრულად არ გადმოსულა. მისი თქმით, შესაძენია ინვენტარიც.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















