|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"განვიხილავთ "ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ფრენების დაწყებას ქუთაისის მიმართულებით"

ქუთაისის აეროპორტს, შესაძლოა, ფრენების ახალი მიმართულება დაემატოს. „ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის შემოყვანის პერსპექტივის შესახებ ყაზახეთში ვიზიტისას ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ განაცხადა.  

„ფლაი ასტანას“ დაბალბიუჯეტიანი ხაზის ამოქმედება არის ძალიან კარგი შემოთავაზება ჩვენთვის, რადგან ვითარდება ტურიზმი, იზრდება ვიზიტორების რიცხვი და ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყაზახეთთან. ავიაკომპანიის ფრენების დაწყებას, დიდი ალბათობით, ვფიქრობთ ქუთაისის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნის მიმართულებით მგზავრობის მსურველთათვის, რადგან ბილეთების ღირებულება იქნება საკმაოდ დაბალი და ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა