|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განზრახ დაზიანებული მრავალწლოვანი ხეები ქუთაისში [PHOTO]

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეები დაზიანებულია. დაახლოებით ხუთი ხე მეტალის მავთულებით არის დახვრეტილი და  სავარაუდოდ, გახმობის მიზნით, საწვავი აქვს დასხმული. 

ადგილზე მყოფი მოქალაქეების თქმით, დაზიანებული ხეები რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა არ იციან, ვინ და რა მიზეზით დააზიანა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, ხეები სპეციალურად იყოს დაზიანებული. როგორც ისინი განმარტავენ, არ არის გამორიცხული, ხეების მოჭრა მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მოწყობას უკავშირდებოდეს.

ტერიტორია, რომლის მიმდებარედაც ხეები არის დაზიანებული, კერძო საკუთრებაშია. ობიექტის მფლობელი გაგა მახალდიანი აცხადებს, რომ არ იცის ხეების დაზიანების შესახებ და ზუსტად არც ის იცის, ხეები მის ტერიტორიაზეა, თუ არა.

"არ ვიცი, რა დაზიანებაა. ეგ ხეები მგონი, არ არის ჩვენს ტერიტორიაზე. ზუსტად არ ვიცი, რომელ ადგილზეა საუბარი. მგონი, ქალაქის არის ეგ ტერიტორია.  არც დაზიანებული ხეები შემინიშნავს და არც ის ვიცი,  იგეგმება თუ არა ადგილზე რაიმე მშენებლობა. გზა ეწყობა და მუშაობის დროს ხომ არაა დაზიანებული?-განაცხადა გაგა მახალდიანმა. 

ხეების დაზიანების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ადგილზე მყოფი მუშები, რომლებიც გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებენ.

ქუთაისში ხეების გამიზნულად დაზიანების ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. დაზიანებული ხეების ადგილზე მშენებლობა იწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა