|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ქ.გარდაბანში, 26 მაისი, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
 
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში კულტურისა და ახალგაზრდობის პარკში ადგილობრივი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო მასალისა და ფერწერული ტილოების გამოფენა.
 
"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ურყევი ნება და სურვილი ევროპულ ოჯახში სწრაფვისკენ, სწორედ იმ ღირებულებების გაგრძელებაა რაც 104 წლის წინ ურყევი ნებით მოვიპოვეთ", - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი. 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა