|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში 370 000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

 

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

 

თელეთში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს მუნიციპალური სერვისებით.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინიტრაციული შენობის ერთ ნაწილში თელეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად იქნა რეაბილიტირებული.

 

ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 370 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა