|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ტრადიციული სახალხო დღესასწაული “აპარნობა” აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული “აპარნობა” აღინიშნა.  სპორტული ღონისძიებების ფარგლებში აპარნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ცხენოსნობა გაიმართა.
 
შეჯიბრში გამარჯვებული მხედრები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს. 
 
უამინდობის მიზეზით ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, ღია სივრცის ნაცვლად, სოფელ მარტყოფის ძიუდოს დარბაზში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენებმა მიიღეს. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 
 
“აპარნობა 2022” გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ა(ა)იპ სპორტული ცენტრის პატრონაჟით გაიმართა.
 
ცნობისთვის, აპარნის მიმდებარე ტერიტირიაზე 1625 წელს მოურავ გიორგი სააკაძის მეთაურებით, ყიზილბაშთა მრავალრიცხოვან ლაშქართან ბრძოლა, ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. 
ქართველების გამარჯვება, ისტორიაშია “მარტყოფის ბრძოლის” სახელით შევიდა. 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა