|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
 
 ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს,  ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და აღსტაფას რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა სეიმურ ორუჯოვმა მოაწერეს. 
 
 ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი  მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაზიარებას ისახავს მიზნად, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის ნაწილში. 
 
 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებმა, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს აღმასრულებულ და საკანონმდებლო ორგანოში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. 
 
 შეგახსენებთ, მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომი ქალაქებს შორის დამეგობრების მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩერვიონკასთან რამდენიმე კვირის წინ გააფორმა.

ავტორი: ნიუპრესი