ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, +39, +41 გრადუსს მიაღწიოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება.
კერძოდ, 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















