"ბიბლიური თავისუფლება" გასაბერ ეკლესიაში იქადაგებს
პოლიტიკური პარტიის "გირჩი" წევრების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" გასაბერ ეკლესიებს ყიდულობს.
როგორც ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" მთავარმა მღვდელმსახურმა ნიკოლოზ ობოლაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, გასაბერი ეკლესია მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის ჭირდებათ, განსაკუთრებით, რეგიონებში.
"ჩვენ გვინდა ადამიანებს შევხვდეთ და ვესაუბროთ, რისთვისაც გვჭირდება ადგილი, სადაც შევიკრიბებით. ყველაზე კომფორტულად კი მიგვაჩნია, შევიძინოთ გასაბერი ეკლესია, რომელიც 3 ათას დოლარამდე ღირს, ამას გამოვიყენებთ რეგიონში შეხვედრებისათვის. მთავარი მიზანი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ვქადაგებთ ადამიანის თავისუფლებაზე და იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ადამიანები დაიმონოს. რამდენიმე კვირაში ჩვენ უნდა შევარჩიოთ ეკლესიის დიზანი, რის შემდეგაც განვახორციელებთ ამ იდეას", - განაცხადა გოგოლაძემ.
"ბიბლიურმა თავისუფლებამ" 2017 წლის მარტში დაიწყო ფუნქციონირება. ორგანიზაციას ამ დროისთვის 500-მდე მსახური ყავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















