მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქუთაისის ცენტრში მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დღეს შენობის პირველ სართულზე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. 1600 კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად ერთმა ბრენდმა „კოტონმა“ დაიკავა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილეებთან ერთად ყოფილი კინოთეატრი „საქართველოს“ მშენებარე შენობა დაათვალიერა. აღნიშნულ შენობაში კინოს ექვსი ულტრათანამედროვე დარბაზი განთავსდება, მათ შორის ერთი საბავშვო, ხოლო ორი კი ე.წ. VIP დარბაზი.
ქუთაისის მერის თქმით, ამ კინოთეატრს ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში არა აქვს.
შენობას მეწარმე თენგიზ აბესაძე აშენებს. ქალაქის თვითმმართველობამ აღნიშნულ მეწარმეს შენობის მიმდებარე ტერიტორია პარკირების უზრუნველყოფისათვის სარგებლობაში გადასცა, რითაც გამონაკლისი დაუშვა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















