|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა - IDFI

IDFI-ს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

 ამასთან, ორგანიზაციის ცნობით,  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარია, საქართველოში ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. IDFI-ს ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა.

ორგანიზაცია კვლევაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებისა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა