"გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი"
საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის პრობლემა, სველი წერტილების არარასებობა და ტურისტული ობიექტების მანიშნებელებლების ნაკლებობა- ეს ის პრობლემებია, რომლებიც ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს ძირითადად აწუხებთ. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ტატო ლილუაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემები მოგვარდეს.
ცენტრის დირექტორის თქმით, გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი.
"ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ჩვენს ცენტრში მოსულ ტურისტებს ყველანაირ დახმარებას ვუწევთ. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენთან ჩამოსული ტურისტი კმაყოფილი დარჩეს. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა 80 %-ით არის გაზრდილი,"- განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















