|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, მათი 19 წლის შვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას და არასწორად განვითარების გამო სხეულმა დეფორმაცია მიიღო. დეფორმაციის გამო მოზარდს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია ჭირდება.
 
ოპერაცია თურქეთშია დაგეგმილი, მაგრამ ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების სახით 14 100 ლარი მიიღეს, თუმცა ოპერაციას 25 000 დოლარი ჭირდება. როგორც მოზარდის დედა ანჟელა კუხიანიძე აცხადებს, მათ თანხის შესაგროველად ორი კვირა  აქვთ, რის შემდეგაც დაფინანსებას ვადა გადის.
 
"მხოლოდ ნაწილი გვაქვს თანხის, არადა ვადა გადის, თუ ვერ შევაგროვეთ, დაფინანსება გაუქმდება. რთული მდგომარეობაა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ვითხოვთ დახმარებას, რომ ჩატარდეს ოპერაცია",–განაცხადა ანჟელა კუხიანიძემ. 
 
ოჯახში ორი არასრულწლოვანია და მათ არ აქვთ სოციალური დახმარება, ბინა იპოთეკითაა დატვირთული. ოჯახი ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დახმარებას თხოვს, რომ დროულად ჩატარდეს ოპერაცია.
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა