"გაწმენდილი ოღასყურა კვლავ საფრთხედ რჩება" (ფოტო)
ქუთაისში "სპეციალური სერვისების" მიერ შესრულებული სამუშაოები კვლავ პროტესტის მიზეზი ხდება. მდინარე ოღასყურას კალატოტის გაწმენდის შედეგად ამოღებული ნარჩენების გატანა ამ დრომდე არ მომხდარა. პრობლემის შესახებ ერთი თვის წინ "გირჩის" ქუთაისის ოფისმა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქმე ნაწილობრივ შესრულდა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრები დღეს კვლავ საუბრობენ პრობლემაზე.
"იმის თაობაზე, რომ ოღასყურას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებისას ამოღებული ნარჩენები იქვე ადგილზე იყო დატოვებული. ამ განცხადებას სწრაფად უპასუხეს "სპეციალური სერვისებიდან" და პრობლემის გაპოლიტიკურებაში დაგვდეს ბრალი. ასევე აღნიშნეს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე მოაგვარებდნენ პრობლემას.
ერთი თვეა მას შემდეგ გასული და პრობლემა მოუგვარებელია, ნარჩენები ისევ მდინარის ნაპირზევეა განთავსებული, რაც ნარჩენების ხელახლა მდინარის კალაპოტში მოხვედრის რეალურ პერსპექტივას ქმნის. ასევე ქმნის ანტისანიტარულ კერებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ავტოქარხნის მცხოვრები, უმეტესად კი ბავშვები",–ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის დასუფთავების ააიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის , გიორგი მჟავანაძის განცხადებით, "გირჩს" სხვა თემა არ აქვს და ამ თემით აპელირებს. მჟავანაძე აცხადებს, რომ მდინარის პირას ამ დროისთვის არ არის მოსახლეობისთვის საშიში ნარჩენები, არამედ ეს არის მიწა, რომელიც ისევ მდინარის მიმდებარედ უნდა გაიშალოს. მისივე განცხადებით, აუმინდობის გამო ადგილზე სპეცტექნიკამ მუშაობა ვერ შეძლო, რადგან მიწა იყო სველი და მუშაობას ხელს უშლიდა. ამინდების გაუმჯობესებისთანავე კი სამუშაოები დაიწყება.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















