|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გახარია წადი!"- ქუთაისში აქციის მონაწილეებს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ [VIDEO]

"გახარია წადი"-ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის წასვლის მოთხოვნით შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყვეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

"20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და წასვლასთან ერთად დადგეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს "გავრილოვის ღამის" მოწყობა", -განაცხადა აქციის მონაწილე ნინო თვალავაძემ.

აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეყრაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი გახარიას მოთხოვნით ქუთაისში აქცია პარალელურად ორ ლოკაციაზე გაიმართა. ახალგაზრდები ასევე მოითხოვენ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებმაც კოლეგის დაპარიმრებას ხმა მისცენ, პარლამენტი დატოვონ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა