|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აქ ჩემი შვილის გვერდით ვარ"- ქუთაისელი ვახო სიხარულიძე მესამე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობს

თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უკვე მესამე დღეა შიმშილობს ქუთაისელი ვახო სიხარულიძე. არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელი 21 ივნისს ქუთაისში გამართული აქციის შემდეგ თბილისში აქციის მონაწილეებს შეუერთდა. 

 "ეს პროცესები ახლა ქუთაისში უნდა იმართებოდეს, მაგრამ პარლამენტი წაგვართვეს... აქ ჩემი შვილის და ახალგაზრდების  გვერდით ვარ, ამ მშვიდობიანი აქციით დისკომფორტი უნდა შევუქმნათ გავრილობის ღამის მომწყობებს.  შინაგან საქმეთა მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადადგეს, მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. იმ ღამეს ჩემი შვილი, ღვთის წყალობით, გადარჩა, მაგრამ მრავალი ადამიანი დაშავდა, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა სიხარულიძემ.  

მისი თქმით, ქვეყანაში ვერ იქნება სტაბილურობა,  თუ ჩინოვნიკები თავიანთ ნამოქმედარზე პასუხს არ აგებენ. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სიხარულიძე აცხადებს, რომ მას შიმშილობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

"1988 წელს, როდესაც პარლამენტის წინ პირველი შიმშილობა გამოაცხადა, აქ ვიყავი, დაახლოებით ამ ადგილას, ახლა სადაც ვარ კარავში. ამასთან ექიმი ვარ  და ვიცი გარკვეული ნიუანსები და სხვებსაც ვუზიარებ, რომ მაქსიმალურად გავძლოთ" ,- აღნიშნა მან.

შეგახსენებეთ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში ყოველდღიური  აქციები მიმდინარეობს, ამავე მოთხოვნით პარლამენტის წინ კარვებში რამდენიმე ადამიანი შიმშილობს.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა