|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაყალბებისა და ძალადობის შემთხვევაში, სასურველ შედეგს დავდებდით - გიორგი ჭიღვარია

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე "ნაციონალური მოძრაობის"  უარს "ქართული ოცნებაში" პასუხობენ.  

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია გაჟღერებულ ბრალდებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ გაყალბების შემთხვევაში, მათ სასურველი შედეგი დადებული ექნებოდათ.

„ქართული  ოცნება- დემოკრატიული  საქართველოს“ გუნდმა  კიდევ ერთხელ  დაანახა საზოგადოებას,  რომ  ჩვენ  დემოკრატიული  არჩევნების  ჩატარება  შეგვიძლია  და  ვრჩებით  უალტერნატივო  ძალად,  რომელსაც  მოსახლეობა ენდობა.  ჩვენ კატეგორიულად  ვემიჯნებით  ოპონენტების  მიერ გაჟღერებულ  ბრალდებებს.  გაყალბებისა  და  ძალადობის  შემთხვევაში  დავდებდით იმ შედეგს,  რომელიც  ჩვენთვის იქნებოდა სასურველი.  არჩევნების  მეორე  ტური  კი არის  დასტური  იმისა, რომ  ჩვენ  ვართ  ძალა, რომელიც  მოსახლეობას  საშუალებას  აძლევს  საკუთარი  არჩევანი  თავად  გააკეთოს“, -აცხადებს  „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს ქუთაისი მერობის  კანდიდატი გიორგი ჭიღვარია.

შეგახსენებთ, ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან პირველ ტურში ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 48, 6% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 27, 2 %. პარტიის პოლიტსაბჭის გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურს გამოეთიშა, რის მიზეზადაც უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები დასახელდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა