რა მოხდა ახალი წლის ღამეს "ბავშვთა ქალაქში"?
გაძარცვული და დაზიანებული "ბავშვთა ქალაქი" ამ დროისათვის ნაწილობრივ აღდგენილია. მინიატურული ქალაქი, რომელიც ქუთაისში მონ პლეზირის თაღთან 31 იანვარს გახსნეს, ახალი წლის ღამეს უცნობმა პირებმა დააზიანეს და გაძარცვეს.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის განცხადებით, დამტვრეული იყო სახლების ნაწილი, ფარნები. "როგორც ჩანს, თავადაც დაზიანდა ამის ჩამდენი, რადგანაც იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი, ან ჩხუბი მოხდა, ან ვიღაცამ გამიზნულად დააზიანა ბავშვთა ქალაქი. ჩიჩილაკებიც წაღებულია სუყველა, მიკვირს, იმ კონსტრუქციაზე როგორ მოახერხეს ასვლა და ყველა ჩიჩილაკის აღება?!".
თამთას თურმანიძის განცხადებით, საქმე აღძრულია და სათვალთვალო კამერების ნახვის შედეგადაც მომდარის დეტალების გარკვევა შესაძლებელი გახდება.
რაც შეეხება "ბავშვთა ქალაქის" აღდგენას, მისი თქმით, ასე მოკლე დროში შეუძლებელია ყველაფრისათვის პირვანდელი სახის დაბრუნება, თუმცა, ბავშვებს განათებული ქალაქის ნახვა ისევ შეეძლებათ.
"ბავშვთა ქალაქი" ქუთაისში უკვე მესამე წელია არსებობს, თუმცა მსგავსი ინციდენტი წელს პირველად დაფიქსირდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















