|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვითხოვ მკვლელების დასჯას"- გეგუთის ციხეში დაღუპული პატიმრის დედა სამართალს ეძებს

2013 წელს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი ლევან კორტავს დედა ხათუნა კორტავა სასამართლოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მან დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი გამართა დ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი შვილის საქმის ირგვლივ  განვითარდა.

დაზარალებულის მტკიცებით, 5 წლის შემდეგაც საქმეზე განაჩენი გამოცხადებული არ არის, რასაც კორტავა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობით ხსნის.

„სასამართლოსგან დიდი მოლოდინი არ მაქვს, როდესაც უშუალოდ შემსრულებლები, რომლებმაც შვილი ასე სადისტურად მომიკლეს, დაკითხულებიც არ არიან და არც  ბრალი არ აქვთ წაყენებული. დღემდე არ დასრულდა  სასამართლო. საქმის პროკურორმა 2017 წლის 2 ოქტომბერს დასკვნითი სიტყვა თქვა და მას შემდეგ უფლებადამცველებს დასკვნითი სიტყვა არ უთქვამთ.

ვითხოვ სამართალს და მკვლელების დასჯას. ამას ვთხოვ მთავრობას, რადგან მათზე იყო ის ბავშვი ჩაბარებული.  ეს არის შეკერილი საქმე, ვიდრე მინისტრი განცხადებას გააკეთებდა კიბიდან დაგორებაზე, იქამდე იყო საქმე შეკერილი. ციხის დირექტორის მალხაზ სინაურიძის ჯგუფი გაწირეს და ციხის რეჟიმის უფროსი საერთოდ დაკითხულიც არ არის“,-აცხადებს ხათუნა კორტავა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული მალხაზ სიანურიძე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიება არის შეფარდებული, თეა წულუკიანის დახმარებით 10-წლიანი ვიზით ამერიკაში გაუშვეს და ახლა წითელი ცირკულარით ეძებენ.

მალხაზ სინაურუძის ადვოკატის ლალი სულაქველიძის თქმით, საქმე არის გამოუძიებელი და მისი თქმით, საქმეში დამნაშავეები არიან ექიმები, რომელთა დაუდევრობითაც დაიღუპა პატიმარი.

„ექიმების უმეთვალყურეობით გარადაიცვალა კორტავა და ეს დაამტკიცა დამოუკიდებელმა  ექსპერტმა,  რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოყვა. მალხაზ სინაურიძეს ედავებიან დანაშაულის დაფარვას, ეს სიმართლე არაა, ხელისუფლებას  და მალხაზ სინურიძეს შორის მოხდა გარიგება, სინურიძემ აღიარა თავისი წილი დანაშაული.  თუ მალხაზ სინაურუძე არის დამნაშავე, ისეთივე დამნაშავეა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც იმ დღეს იმყოფებოდა ციხეში და მისთვისაც ცნობილი უნდა გამხდარიყო,  რა მოხდა.  ფაქტიურად ყველამ დამალა,  მალხაზ სინაურიძის გარდა, დამალა მინისტრმა,  დეპარტამენტის თავმჯდომარემ და არაერთი ჭორი გავრცელდა. რეალობა ერთია, რომ მალხაზ სიანურიძეს, რაშიც ბრალს დებს ხელისუფლება, არის ტყუილი.  მან არ იცოდა, რა მოხდა. არც არავინ იცის, რეალურად რა მოხდა. მაგრამ კორტავას დაზიანება არ იყო იმ დონის, რომ გარდაცვილიყო, ის 11 დღის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ფსიქოტროპული საშუალებით იყო გაბრუებული, კორტავა დაწესებულებაში ერთი საათის შეყვანილი ყავდათ“, -აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, მალხაზ სიანაურიძე არის გულით დავადებული, ის სამკურნალოდ გაუშვეს ამერიკაში და როდესაც გადაკვეთა საზღვარი, ამის შემდეგ გამოაცხადეს ძებნილად.  მის თქმით, სინაურიძე ვერ ბრუნდება ქვეყანაში, რადგან სიამართლის გამო, შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოხდეს.

დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა კუკავა, რომელიც დღეს სასამართლოში იმყოფებოდა.  მისი თქმით, დაზარალებულებს სამართლის პოვნა მიტინგებით უწევთ.

„კორტავა ჯგუფურად არის მოკლული და ისე გააჟღერეს, თითქოს კიბიდან დაგორდა, მერე გაირკვა სიმართლე.  ამ საქმის პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი და გენისპექციის უფროსი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის ამბიდან რომ გაიცნო საზოგადოებამ, დაკითხულიც არ არიან. ჩვენ დაველოდებით განაჩენს. ჩვენი მიზანია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ უხდებოდეთ ქუჩაში სირბილი იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ამას უნდა აკეთებდნენ პროკურორები“, -განაცხადა კახა კუკავამ.

საქმეს მოსამართლე ლალი მოსიაშვილი უძღვება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა