|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გეგუთის ციხეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა, პატიმარი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შოთა შანიძე 2014 წელს გეგუთის ციხეში მომხდარი მკვლელობის ერთ–ერთი ფიგურანტია. მას სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება, სადაც უკვე წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა მსჯავრდებულმა. მან მომხდარში ციხის ადმინსიტრაცია და პროკურატურა დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ არ იყო გამორიცხული მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ.

პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თითმკვლელობა. უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქება.

შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს.მომდევნო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვალს იყო ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, 2014 წლის მარტში მომხდარ საქმეზე  ლე­ვან მო­ის­წრა­ფიშ­ვილს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, შოთა შა­ნი­ძეს ნა­წი­ლობ­რივ და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გი­ორ­გი სეხ­ნი­აშ­ვილს ასე­ვე და­ე­მა­ტა წინა გა­ნა­ჩე­ნით და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლი - ჯა­რი­მა 3 000 ლარი და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ჯა­რი­მა 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

 

"არაა გამორიცხული, ჩემი ლიკვიდაცია მოახდინონ"- გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებული პროკურატურას ადანაშაულებს

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა