|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გეგუთის სასახლეში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და  არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ივნისსა და ივლისში გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყება, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უახლოეს მომავალში  მოეწყობა  არქოლოგიური ცენტრი და საიტი.

სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება. კულტურის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე, გელათის მონასტერი მოინახულეს, სადაც რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა