გეგუთის ციხეში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პატიმრის მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა
გეგუთის ციხეში, 5 წლის წინ მოკლული, გიგა ფერტენაძის მკვლელობაში, ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა.
ახალგაზრდა ქალმა ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გენერალურ პროკურატურაში, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განუცხადა.
სოფო სლაბინსკაიას თქმით, მისი მეუღლე არასწორი გამოძიების მსხვერპლია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოთა შანიძე, ფერტენაძისმკვლელობის საქმეში სრულიად უდანაშაულოა. უფლებადამცველი დავის გაგრძელებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ.
საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მოსამართლეებმა უცვლელად დატოვეს საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















