„საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლო“- კონფერენცია გელათის აკადემიაში
გელათის აკადემიაში, ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის _ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა რესპუბლიკური კონფერენცია „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა 150 მონაწილემ. (აჭარის, გურიის, სამეგრელოს, ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, საინგილოს, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და აფხაზეთიდან, კერძოდ, გალიდან, მოწვეული მოსწავლეები).
კონფერენციაზე გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. მოსწავლეებს სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორმა პატა ნადირაძემ და ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველმა ელისო ქაროსანიძემ გადასცეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ :მეუფე კალისტრატე, საკრებულოს დეპუტატი თემურ ნადირაძე, ღვინოთმცოდნე გიორგი ბარისაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, ფონდ „სოხუმის“, ეკოვიზიისა და კავკასიის გარემოს დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია უკვე მეოთხე წელია ტარდება.

ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















