|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის მონასტერში ფრესკების დაზიანება გრძელდება - "ევროპა ჩვენი სახლია"

გელათის მონასტერში ფრესკების დაზიანება გრძელდება - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ამჯერად, მე-16 საუკუნის მხატვრობა ტაძრის ძირითად ნაწილში ჩამოიშალა. საუბარია, წმინდა მარინეს ეკვდერის ფრესკაზე, რომლის ფრაგმენტებიც დღეს ჩამოიყარა.
 
ორგანიზაციის წევრები ტაძარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მე-12 საუკუნის ტაძრის განადგურება შეუქცევადი გახდა. ისინი საერთაშორისო ექსპერტების იმ დაასკვნის გასაჯაროებას მოითხოვენ.
"ეს მდგომარეობა დაგვხვდა დღეს გელათში, ამჯერად ორიგინალური ფრესკების დეტალები წმ. მარინეს ეკვდერში ჩამოცვივდა. მაშინ, როცა გელათში ფერწერის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი გრძელდება, სისტემის ხელმძღვანელი წულუკიანი საოცრებებს აკეთებს..გელათი თავზე ექცევა და ეს რით არის დაკავებული?! წარმოუდგენელი მავნებლობაა"-აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი. 
გელათის ტაძრის წინამძღვარი ფრესკის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დაზიანება ახალი არაა და ის გასულ წელს სახურავიდან ჩასულმა წყალმა გამოიწვია.
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი