|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ორივე მოხატულ ტაძარში ისტორიული მემკვიდრეობა ამ წამსაც ნადგურდება - თორნიკე ბარათაშვილი

წმინდა გიორგის სახელობის გელათის ეკლესიააშიც იგივე პრობლემებია, რაც გელათის  ღვთისმშობლის შობის ტაძარში,  
ტაძრის ინტერიერი ნალექების ზემოქმედებისგან ზიანდება, თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელად მსჯელობაც არ ყოფილა, ამის შესახებ „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 
„ერი გიორგობას აღნიშნავს.  ფოტოზე წმინდა გიორგის სახელობის გელათის ეკლესიაა, რომელიც ფონზე მდგარი ღვთისმშობლის შობის ტაძრის მცირე ასლს წარმოადგენს.
წმინდა გიორგის ტაძრის კედლის მხატვრობამ ე.წ. რესტავრაციის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
პრობლემები ძირითადი ტაძარში დადასტურებული სირთულეების იდენტურია.
თუნუქი, რომელიც კრამიტს ფარავს, ტაძრის ინტერიერს ნალექების ზემოქმედებისგან ვერ იცავს ( ამის გაკეთებასაც არ გეგმავდნენ 4 წლის წინ), ის სასწრაფოდაა მოსახსნელი ქოლგისებრი გადახურვის დამონტაჟების შემდეგ და სახურავი ახლიდანაა გასაკეთებელი.
კარს მომდგარ მეხუთე ზამთარს რომ მაინც დაცული შეხვედროდა ტაძარი, ამაზე მსჯელობაც არ ყოფილა.
ამ ზამთარს ძირითადი ტაძარიც იგივე პრობლემებით შეხვდება, (პროექტი არ არსებობს, სამუშაოები შეწყდა) თუმცა წმ. გიორგის ეკლესიის შემთხვევაში მისი უკეთესად გადახურვა არც კი გადაწყვეტილა.
გეგმაშიც არ არის.
არადა, გაცილებით მცირე მასშტაბების გამო რამდენიმე დღიანი საინჟინრო ამოცანაა.
გელათის ორივე მოხატულ ტაძარში ისტორიული მემკვიდრეობა ამ წამსაც ნადგურდება.
გელათი თბილისისგან საკმაოდ შორს არის.
"გიორგობას გილოცავთ",- წერს თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში. 

ავტორი: ნიუპრესი