|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების სკანირება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო. 

სამუშაოები იმ ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება, რომლებიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 

თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი ანაზომებისა და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შემდგომში ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება.

პროექტს  კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლები და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ,
ფრესკების დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაციის არსებობა, სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.
ციფრული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ცდომილებების გარეშე, მაქსიმალური სიზუსტით დაფიქსირდეს ფრესკული (კედლის) მხატვრობა, როგორც ბრტყელ, ასევე ცილინდრულ, სფერულ და სხვა რთულ ზედაპირებზე. სკანირების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული ფრესკის ზუსტი ასლის გაკეთება. რომელსაც ცნობილი მუზეუმები საგამოფენო ექსპონატად გამოიყენებენ. ამავდროულად ჩნდება, ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელია. 
ფრესკების ციფრული მოდელების მეშვეობით მეცნიერებიც ისარგებლებენ, რომელთაც როგორც გელათის, ისე სხვა საკულტო ნაგებობების კედლის მხატვრობებთან ვებ-გვერდების გამოყენებით ექნებათ წვდომა. დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი. 

 

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია 2013 წელს  საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა

სააგენტოს დაფინანსებითვე 2015 წელს სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროცესიც ჩატარდა. 
სააგენტოს დაკვეთით, ფრესკების სკანირებისა და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების სამუშაოები კომპანია „ინჟინრული აზრის“ სპეციალისტებს ნორაშენის, ქაშვეთის, სუბ-გეორქის, ვარძიისა და ბოლნისოს სიონის ტაძრების კედლის მხატვრობაზეც აქვთ განხორციელებული. 

IPN.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა