გენადი მარგველაშვილის ბიურომ მუშაობა დაიწყო
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილი ბიურომ მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის ბიუროს ინვენტარიზაცია ხდება. როგორც 47-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნიუპრესთან“ საუბარში განაცხადა, მისი ბიურო აქტიურ საქმიანობას 1 თებერვლიდან დაიწყებს.
„თებერვლიდან აქტიურად დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ვგეგმავთ, მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის კვირაში ორი დღე გამოვყოთ. ამ დროისთვის განცხადებების მიღება დავიწყეთ, განხილვას თებერვლიდან შევუდგებით. კარგად ვიცი პრობლემები, რომლებიც აქვს მოსახლოებას“,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის ბიუროს ზაზა ჯანგველაძე უხელმძღვანელებს. ბიუროში 5 თანამშრომელია. შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.
მთავრობის დადგენილებით, ბიუროების დაფინანსება თვიურად 4 300 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მერიამ ფართები უსასყიდლოდ გადასცა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი


13:34
16:48
17:26
21:51
















