კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო კონცერტი გაიმართა
ქუთაისის მერიის ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო კონცერტი გამართა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმში იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელმაც კადეტებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ასევე, ქუთაისის ააიპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და გ. კვინიკაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















