ქუთაისში გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან
ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში ,,ITB 2016'' მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა.
ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი წარმოადგინეს. ეს მონაცემები სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთო სტენდზე იყო განთავსებული.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პირდაპირ ფრენებზე, რომელიც ავიაკომპანია „Wizzair“ -ის მიერ 2016 წლის სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სამი ქალაქის მიმართულებით განხორციელდება. ქუთაისის მერიაში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას და თავის მხრივ, იმერეთის რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდას განაპირობებს.
ქუთაისის მერიის მონაცემებით, ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით ჯერჯერობით გერმანია მეოთხე ადგილზეა. ამ მხრივ მას პოლონეთი, უკრაინა და ისრაელი უსწრებენ.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















