გერმანიაში ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქუთაისში გადმოიყვანეს
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ქუთაისში გადმოიყვანეს. ის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გიორგი ჩ-ა.
დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშულის დამამტკიცებელი საბუთები გერმანიიდან მიღებული არ აქვს.
შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე“.
გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით). დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება.
გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, გამოძიება შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა აწარმოა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















