|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან.

ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არსებობას არ ადასტურებს"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა