„გესმოდეთ პეპლების ღიმილი“- თამარ შვარცვალდი
ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში ქართველი მხატვრის თამარ შვარცვალდი-მელაძის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თემატიკაზე - „გესმოდეთ პეპლების ღიმილი“ შექმნილი 28 ნამუშევარი. როგორც მხატვარმა აღნიშნა, მისი მისი მიზანია გახდეს დაავადებული ადამიანებისთვის სტიმულის მიმცემი.
„კლინიკაში ყოფნის პერიოდში შევქმენი ნამუშევრები, რომლითაც მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ მათ შეუძიათ "ომის" მოგება, თუ ამის სურვილი ექნებათ. შეუძლიათ ბრძოლა და გამარჯვება, დამარცხება ყოველთვის შეიძლება. თემად ავიღე პეპელა, როგორც სიცოცხე და ყველას ვეტყვი - ესმოდეთ პეპლების ღიმილის“-განაცხადა თამარ შვარცვალდმა.
გამოფენაზე მხატვრის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თამარ შვარცვალდის თქმით, ის ფერმწერი მხატვარია, თუმცა ამ შემთხვევაში ფერებზე უარის თქმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. "შიშს აქვს ცუდი ფერი", -აღნიშნა მან.
თამარ შვარცვალდი გერმანიაში საქმიანობს. მან გერმანიაში მოაწყო ერთი გამოფენა, ქართველი დამთვალიერებლის წინაშე კი მესამედ წარსდგა. მისი თქმით, ქუთაისი მისთვის განსაკუთრებული ადგილია, რადგან ეს მისი მშობლების სიყვარულის ქალაქია.
თამარ შვარცვალდი მეუღლესთან ერთად გერმანიაში თეატრალური ფესტივალების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრთან.
დღევანდელი გამოფენა ახალგაზრდული თეატრის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის დაფინანსებით მოეწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















