|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება

საარჩევნო მარათონი ნელნელა ძალებს იკრებს. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებსა და სამომავლო გეგმებზე მუშაობენ.

არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგებას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა". ქუთაისის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, მათ გააჩნიათ რესურსი და შესაძლებლობა არჩევნებში გაიმარჯვონ. თევდორაძე აცხადებს, რომ უკვე მიდის მუშაობა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ადასტურებს, რომ ერთ–ერთ კანდიდატად თავად განიხილება , თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით საუბარი უჭირს. ასევე აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან "ნაციონალუი მოძრაობის" ლიდერები და ცნობადი სახეები, როგორც ქუთაისის, ასევე არაა გამორიცხული ცენტრალური ოფისის დონეზე. გადამწყვეტი სიტყვის უფლება ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობის შესახებ ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციას ექნება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით, დაზუსტებული ინფორმაცია მაისის დასაწყისში ეცოდინებათ, რის   შემდეგაც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

მისივე განცხადებით, საარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს მაქსიმალურ კონტროლს განახორციელებენ, რომ არ მოხდეს რაიმე სახის გაყალდება და დარღვევა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი