|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გია თევდორაძეს პირუტყვის გადაადგილებით დაინტერესება ქალაქზე ზრუნვაში ჩაეთვლება"

ქუთაისის ყოფილი მერის გია თევდორაძის მიმართვას ქუთაისის მერიიდან პასუხობენ.  როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქუთაისში 437 მსხვილფეხა პირუტყვია რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოჯახების ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენენ, მათი ქალაქში გადაადგილება დაუშვებელი და დასჯადია.

 "პარლამენტის "ნაციონალი" დეპუტატი გია თევდორაძე  ქალაქში საქონლის გადაადგილების მარშრუტით არის დაინტერესებული, ეს ცუდი ნამდვილად არ არის. მას ეს ქალაქის საკეთილდღეო საქმეში შეტანილ წვლილში ჩაეთვლება. მისი მერობის პერიოდში კი ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო. 2011- 2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში 437 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაფიქსირებული, აქედან უმეტესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ასევე გაუსაძლისი მდგომარეობა იყო ნიკეას ნაგავსაყრელზე, სადაც ყოველდღიურად ასობით პირუტყვი შედიოდა. (იხ.ფოტო)

 2013 წელს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოგვარებაც შეძლო. ტერიტორია სუფთავდება და დაცულია ყოველგვარი ეპიდემიის გავრცელებისგან.  ქუთაისში, უქიმერიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლის წყაროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაუშვებელია პირუტყვის გადაადგილება. ამიტომაც, ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისები“ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს რეიდებს. დაჭერილი პირუტყვი გადაჰყავს სპეციალურ სადგომზე და ხდება ურჩი მეპატრონის დაჯარიმება"–ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა