|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობის წევრს სოლიდარობა გამოუცხადა

 ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ უმრავლესობის წევრს სოლიდარობა გამოუცხადა. გიგა შუშანიას განცხადებით, მომხდარის გამო სოლიდარობას უცხადებენ ელეონორა არჩაიას. 
საკრებულოს სხდომაზე საკითხს ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

საკრებულოს უმრავლესობამ შუშანიას ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა და მას საუბარი კოლეგების ხმაურის ფონზე მოუწია.

საკითხს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი. გოგისვანიძის განცხადებით, ახლა, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე საუბრობენ, შესაძლოა, მათ კოლეგას ელეონორა არჩიას უჭირს.

უმრავლესობის წერვის ალეკო ახალაძის განცხადებით, პირადად ესაუბრა ელეონორას და მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხს სხდომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

დღევანდელ სხდომას საკრებულოს წევრი ელეონორა არჩია არ ესწრება. ის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეა.
შეგახსენებთ, საკითხი საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსზე" ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. ელეონორა არჩიამ დაადასტურა მისი შვილის კოტე ცირეკიძის განცხადება არსებული ზეწოლის შესახებ. 
 
 
 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა