ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. გიგა შუშანიას განცხადებით, იტალიაში ქუთაისელი მხატვრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიტიზის მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გამოითხოვა.
"საჯარო ინფორმაცია 11 სექტემბერს გამოვითხოვე, მას შემდეგ 10 დღიანი ვადა დიდი ხნის წინ გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მერიისაგან არანაირი პასუხი არ მიმიღია. მოვითხოვე ინფორმაცია რამდენი დაიხარჯა ბიუჯეტიდან იტალიაში ჭიღვარიას სურათის გამოფენის ორგანიზებასა და დელეგაციის მივლინებაზე. საინტერესოა, რატომ მალავს ქუთაისის მერია ამ ინფორმაციას?", -აცხადებს გიგა შუშანია.
საქმე ეხება იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრების და მერიის მაღალჩინოსნების ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისისა და კოზენცას მერის პორტრეტები შეიქმნა. იტალიაში გამარტულ გამოფენას ქუთაისის მერი და მერიის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. მერიის განცხადებით, ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო.
"ნიუპრესი" საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. მერიაში აცხადებენ, რომ შუშანია აღნიშნულ ინფორმაციას დღეს მიიღებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















