|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ივანიშვილის პირადი პატიმრები საპატიმროში რჩებიან "- გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია. სასამართლოს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უგულავამ ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. თუმცა დედაქალაქის ყოფილი მერი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ დევნა გაგრძელდეს და ის კვლავ დააპატიმრონ. როგორც უგუულავამ განმარტა, მას საუბარი ექნება ფრიად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.

"მე ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომლებიც აქ მთელი დღე იყვნენ. ეს ბრძოლა ივანიშვილს ჩემთან მიმართებაში არ დაუმთავრებია. კარგად ხედავდით, რა დღეში იყო პროკურატურა. პირველივე მოსახვევში კვანტს დამიდებენ. საკონსტიტუციო სარჩელით თითოეული ადამიანი ისარგებლებს. ივანიშვილი პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში. მარტო მე არ ვიყავი უვადო წინასწარ პატიმრობაში, იგივე მდგომარეობაშია ბაჩო ახალაიაც. თუ შნო და უნარი აქვთ, არჩევნებში დაგვიპირისპირდნენ.  ვნახოთ, რა ხვითოები არიან. დამარცხება მათ ხელში იქნება,  ამას მე მათ ვპირდები. ჯერ ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულებულა. ივანიშვილის პირადი პატიმრები საპატიმროში რჩებიან ", - განაცადა გიგი უგულავამ.

უგულავამ პატიმრობაში დაახლოებით 15 თვე გაატარა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა