|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი ქუთაისის თვითმმართველობას ზეწოლაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის #49-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ქუთაისში მის მხარდამჭერებზე  ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე  საუბრობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიგი წერეთელმა  დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც მისი გუნდის წევრის მოსყიდვის მცდელობაა დაფიქსირებული. წერეთელის განცხადებით, მათი გუნდის წევრს უთხრეს,  თუ არ დატოვებდა "ნაციონალური მოძრაობას", მოეხსნებოდა სოციალური დახმარება.

"ქართული ოცნებიდან" და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გამოვლინდა ზეწოლის ფაქტები. იყო მუქარა სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტიდან კონკრეტულმა ადამიანმა დაურეკა ჩვენი გუნდის წევრს და  უთხრა,  რომ თუ არ მოეშვები "ნაციონალებთან" სიარულს და წანწალს, მაშინ დახმარება მოგეხსნებაო. ასევე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ჩვენს აქტივისტს  სთავაზობდნენ  გარკვეულ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენი პარტიისათვის  მხარდაჭერა შეეწყვიტა.  გარკვეული მუქარები არის, ჩვენ ამის ვიდეო მასალები გვაქვს და რეაგირებაზე გვექმნება  დავა",-განაცხადა წერეთელმა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აბსურდული ბრალდებაა.  "უმჯობესია ჩამოყალიბდეს გიგი წერეთლი,  ვის მიმართ აქვს პრეტენზია. სხვადასხვა მედია საშუალებებთან სხვადასხვა ბრალდების ადრესატებზე საუბრობს", -აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა