გიორგი კვირიკაშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ გაზაფხულზე აირჩევენ
"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება.
პრემიერ - მინისტრი პარტია "ქართული ოცნების" წევრი მხოლოდ გუშინ გახდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი პრემიერის თანამდებობასთან ერთად დატოვა. როგორც აცხადებენ, ის პოლიტიკიდანაც წავიდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















