გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას განმარტავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე დანიშვნის გადაწყვეტილებას განმარტავს. როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, მისი მიზანია პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე და აწარმოონ საარჩევნო კამპანია.
”8 აგვისტოს დასახელება კი გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე და ამის შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, აქედან ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. იმიტომ დავასახელე ასე ადრე, რომ მინდა ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტომ "ipn.ge" გაავრცელა.
შეგახსენებთ, არჩევნების თარიღის დასახელებას პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად ითვლება არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, ხოლო პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარითად 8 აგვისტოს დასახელება გაუგებარია, მაშინ როცა არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















